რიჰარდს კოლსი ბექა ოდიშარიაზე: ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, “ქართული ოცნების” დეპუტატს, ს ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვას. ამით ლატვიელი დეპუტატი გამოეხმაურა ოდიშარიას მხრიდან, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას.
“საქართველოს სასწორი ისევ კრემლისკენ იხრება – ამის შესახებ პოსტის ბოლოს ვიტყვი”, – წერს კოლსი სოციალურ ქსელ X-ზე და ამბობს, რომ ქართველი დეპუტატი ბექა ოდიშარია
პასუხისმგებელია მის სიტყვებზე, რომელიც ტრიბუნიდან კოლეგებს, ქალ დეპუტატებს მიუძღვნა: “ტექსტი – ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია. ბექა ოდიშარია, ასევე ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას.
სირცხვილია ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია”, – წერს ის და პოსტშივე მიმართავს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მისივე სიტყვებით, საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების არაერთხელ გამოთქმულ პოზიციებს – ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობაზე.
მანვე, “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირებას “რეანიმირებული ზომბი” უწოდა:
“უცხოური აგენტების” კანონპროექტი, რომელიც შეიქმნა ს მოდელით და საყოველთაოდ უარყოფილია”.
3 აპრილს, მაშინ, როცა პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, – ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მაშინ წარმოთქვა, როცა პარლამენტში სიტყვით დეპუტატი გამოდიოდა.
ბექა ოდიშარიას ნათქვამი დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც გაიგონა და მომხდარს საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოეხმაურა: „დარბაზში ხმაურია, საკმაოდ მძიმე გადაძახილები იყო, საკმაოდ არაკაცური“.
ქალი დეპუტატები ბევრჯერ გამხდარან უმრავლესობის წევრი კაცებისგან უხამსი და სექსისტური გამონათქვამების სამიზნე.

ასევე დაგაინტერესებთ