რიწის ტბაზე რუსეთი “ანტიტერორისტულ წვრთნებს” ჩაატარებს – პასუხი საქართველოს სუსს

“10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართება და მასში ს, სა და სამხრეთ ოსეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას” – ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის მედია ავრცელებს და წერს, რომ წვრთნები ერთ დღეს გაგრძელდება.
„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (აფხაზეთის), ეროვნული გვარდიის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის -ს თანამშრომლების მონაწილეობით. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, – განუცხადა “რიას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა შს მინისტრმა რობერტ კიუტმა.
მისივე თქმით, იგეგმება “ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა” და უსაფრთხოების ძალები და მაშველები წყალზე და წყალქვეშ იმუშავებენ დატბორილი მანქანის ეკიპაჟის გადასარჩენად.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება