რიცხვები მეტყველებს, რომ ტურისტი ჩამოდის და ხარჯავს ფულს, მაგრამ როგორი ტურისტი შემოდის?! – ჩეხერიას რჩევები

„რიცხვები მეტყველებს, რომ ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში და ხარჯავს ფულს, მაგრამ როგორი ტურისტი შემოდის, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს… რა მოთხოვნები აქვთ?! რატომ არ ჩერდებიან სასტუმროში და ა.შ.“ – ასე გამოეხმაურა საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია ერთი მხრივ, 6 თვეში, ტურიზმიდან $2 მილიარდ დოლარამდე გაზრდილ შემოსავლებს და მეორე მხრივ, Galt & Taggart-ის ახალი კვლევის თანახმად, სასტუმროების მდგომარეობას.