რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ვინ შეცვლის ინგლისელს?

54 წლის ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
ქოქრილის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2024 და 2025 წლებში) და მოიპოვა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური. 2024 წელს ბორჯღალოსნებმა ქოქრილის ხელმძღვანელობით მესამე გამარჯვება მოიპოვა ტიერ1-ის გუნდთან.
მთლიანობაში, ინგლისელის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ორი წლის განმავლობაში 22 თამაში ჩაატარა და 14 გამარჯვება მოიპოვა.
“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის' მთავარი მწვრთნელობა ჰქვია. საქართველოში რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მომიწვია და ამ შესაძლებლობისთვის მას პირადად ვუხდი მადლობას”, – განაცხადა ქოქრილმა.
“ეკიპმა” 4 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი ნაკრების მწვრთნელის რიჩარდ ქოქრილის გადაყენებას და მის ნაცვლად “ბრივის” თავკაცის პიერ-ანრი ბრონკანის დანიშვნას გეგმავდა. თუმცა, როგორც ირკვევა, მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
ცნობილი ფრანგული გამოცემის მტკიცებით, ქართული მხარისთვის ბრონკანის კანდიდატურა აქტუალური აღარაა და ახლა მოლაპარაკებებს რამდენიმე სპეციალისტთან და მათ შორის ოქტომბრის ბოლოს “პერპინიანიდან” აბარგებულ 54 წლის ფრანკ აზემასთან აწარმოებენ.
“შავი ლომი” რამდენიმე დღის წინ ჩელენჯ თასზე ირლანდიაში “ქონოთთან” გამანადგურებელი ანგარიშით 0:52 დამარცხდა, აზემას კი გადაწყვეტილება არ მიუღია, რამეთუ რამდენიმე შეთავაზება აქვს, ბურთი მოედნის მის ნახევარზეა და მალე გაირკვევა, დათანხმდება თუ არა “ბორჯღალოსნების” ჩაბარებას.
· rigiti-ს 100%! თევზი თავიდან ყარს!!!
· rigiti რა გეჩქარებათ? ჯერ ხომ დარჩა კიდევ გასაფუჭებელი!!! მგონი პასუხისმგებლობა სხვებსაც აქვთ ასაღები!!!
· ნაცარქექია მწვრთნელი უნდა გადააყენო, როცა აგებ 30-52 ან 32-52. როცა სუხოიზე აგებ და რამდენიმე მწვრთნელის ხელში აუტის მოწოდებასაც კი ვერ სწავლობ, პრობლემა უკვე მოთამაშეებშია და არა მწვრთნელში. გვახსოვს როგორ ვდომინირებდით შერკინებაში, ეხლა აქეთ გვჩაგრავენ ვისაც მოესურვება. ყველა კომპონენტში უკუსვლა აქვს ნაკრებს. ვერა და ვერ განხორციელდა სწორი სელექცია და ნაკრების ბირთვის ჩამოყალიბება. ახალი სისხლია საჭირო როგორც ფეხბურთში, იმ განსხვავებით რომ იქ სანიოლი ნაღდად გასაშვებია, კიდევაც ბევრი ვაცალეთ.
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს – კანდიდატი ცნობილია
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება – ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
“ბორჯღალოსნების” მეტოქეები – მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
“ბორჯღალოსნების” მეტოქეები – მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
“ბორჯღალოსნები” | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
“რათა შეცდომები არ განმეორდეს” – რა ითქვა -სთან მატჩის შემდეგ
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება – ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს – კანდიდატი ცნობილია
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
“ბორჯღალოსნები” | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან – საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა