რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა იტალიასთან 17 ნოემბერს გენუაში გამართული შეხვედრა შეაფასა:
“უპირველეს ყოვლისა, უნდა ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად კარგად ითამაშა საქართველომ! მიმაჩნია, რომ პირველ ტაიმში ჩვენი ფიზიკურობა და სიზუსტე ძალიან მაღალ დონეზე იყო, და მინდა მივულოცო ჩემს გუნდს! მათ მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს! იტალიას ორი წლის წინ ბათუმში მოვუგეთ, ხოლო დღეს აქ ვართ, სახლიდან შორს, და მხოლოდ სამი ქულის სხვაობით წავაგეთ. ხაზი უნდა გავუსვათ, რამდენად ძლიერი იყო ჩვენი გუნდი. ბიჭებმა მართლაც შესანიშნავად ითამაშეს. წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა ჩადეს! ეს არ
უნდა დაგვავიწყდეს მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს ვერ მოვიგეთ!”.
“იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ამას 6 ერშიც ვხედავთ. ისინი უკვე 25 წელია 6 ერში არიან, ასევე 14 წელია URC-ში (რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი – საკლუბო) ორი გუნდით თამაშობენ. წარმოიდგინეთ, საქართველოს რომ მიეცეს ასეთ ტურნირებში თამაშის შესაძლებლობა?! გამოცდილების მიღების შანსი რომ გვქონდეს, რა შედეგები შეიძლებოდა მიგვეღო! ამდენად, იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მაინც მხოლოდ 3 ქულის სხვაობით წავაგეთ. უფრო მეტი ასეთი თამაში გვჭირდება, რათა გავუმჯობესდეთ და უკეთესები გავხდეთ. დღეს საოცარი თამაში იყო! საქართველოს არაფერი დაუკლია! ჩვენ ძალიან, ძალიან პატარა ერი ვართ, ვისთვისაც არავის სურს 6 ერში ან მსგავს ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა!”.
Rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში