რიში სუნაკმა „ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვება აღიარა და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აღიარა, რომ მისი „კონსერვატიული პარტია“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.
ს თქმით, მის პარტიას რთული ღამე ჰქონდა.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ რომ მოუთმენლად ელის, გააგრძელოს მათ სამსახურში ყოფნა.
ს თქმით, „ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო. მიმდინარეობს ხმების ოფიციალური დათვლა. The Guardian-ის ინფორმაციით, „ლეიბორისტებმა“, ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს.