რიში სუნაკი – ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს – მტკიცედ ვდგავართ, რათა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მივაღწიოთ

ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი იორში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციულებულ თავდასხმას გმობს.
„ჩვენი მოკავშირეების გვერდით მტკიცედ ვდგავართ, რათა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მივაღწიოთ და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, -ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.