რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩატარდეს

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩატარდეს. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

„ჩემი ვარაუდით საყოველთაო არჩევნები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გვექნება, ბევრი საქმე, რომლის გაკეთებაც მსურს”, – თქვა სუნაკმა.

ბოლო კვირებში გავრცელდა ცნობები, რომ სუნაკს შეეძლო არჩევნების დანიშვნა მაისისთვის. ზოგადად, ბრიტანეთში არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2025 წელს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები