რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – პროტესტის მონაწილეები კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ

რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში მომხდარ ტრაგედიაზე, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, პასუხისმგებელი თბილისის მერიაა.
მათივე თქმით, შემთხვევის ადგილზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.
ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ დედაქალაქის მერს, ს, მომხდარზე აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.
აქციის მონაწილეებმა მერიის წინ საპროტესტო ბანერები მოიტანეს წარწერით: “სიკვდილით სავსე ქალაქი”; “ვაკის პარკი 2022 წელი, წყნეთის სკვერი 2023 წელი, რიყის პარკი 2025 წელი – მკვლელებო”; “კახი მკვლელი ხარ!”.
ცნობისთვის, რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში შაბათს ტრაგედია მოხდა – დაღუპულია მოზარდი. ადგილი, სადაც ბიჭი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ