„რიყის დოქების“ დემონტაჟი და მის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება.
ამაზე მიუთითებს მთავრობის განკარგულება „რიყე დომის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ, რომელიც ასახულია შეცვლილი საპრივატიზაციო პირობები.
ამ პირობების მიხედვით, „რიყე დომმა“, რომელმაც „რიყის დოქები“ დავით ხიდაშელის კომპანიისგან მიმდინარე წლის მაისში იყიდა, 2030 წლის მაისამდე უნდა უზრუნველყოს ადგილზე უძრავი ქონების განვითარება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას. ინვესტიციის მინიმალურ ოდენობად გათვალისწინებულია 44 მილიონი ლარი.
„რიყე დომს“ მის მიერ შესყიდულ უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის დემონტაჟის უფლება აქვს მას შემდეგ, რაც ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს დემონტაჟის შედეგად მისაღები მასალების საბანკო გარანტიას.
„არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება, შეიძლება იყოს სხვა ფორმით. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და იქ უნდა აშენდეს ახალი შენობა?! აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს… შეიძლება, თუნდაც, სასტუმროც. ვნახავთ, გავივლით,“ – განაცხადა კალაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განკარგულებაში საუბარია სასტუმროზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თქვეს, რომ რა აშენდება „რიყის დოქების“ ადგილას, მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდება.
„არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში. არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში. მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება, შეიძლება იყოს სხვა ფორმით. აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს… შეიძლება სასტუმროც [გაკეთდეს]. გავივლით“, — განაცხადა კალაძემ.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“, — განაცხადა, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობა ყურადღებას მიაქცევს, ახალი პროექტი ჰარმონიულად იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან.
„საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რიყის დოქები“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აშენდა და წლებია, უფუნქციოა, სახელმწიფომ 2022 წელს, მეექვსე ცდაზე, 10 020 000 ლარად გაყიდა. ის თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა, მიმდინარე წლის მაისში კი, ხიდაშელისგან — შპს „რიყე დომმა“. 2022 წლის აუქციონის აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებული იყო, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოეწყო ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ „რიყის დოქების“ დემონტაჟი იგეგმება.
