სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში, ქაოტური განაშენიანებები, სავარაუდო კორუფციული გარიგებები – კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში ოპოზიციის ამ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
დედაქალაქის მერმა დღეს 2023 წლის ანგარიში წარადგინა. განიხილავენ 2024 წლის თბილისის ბიუჯეტსაც. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიცია კალაძეს იმ დაპირებებს ახსენებს, რომელიც მან და მისმა გუნდმა არ შეასრულა.
შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რომელმაც მერს ჰკითხა, როგორ აპირებს თბილისის საცობების პრობლემის მოგვარებას.
ნადირაძეს სიტყვა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ორჯერ შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ შეფასების გაკეთების ნაცვლად, მხოლოდ კითხვა დაესვა, რის შემდეგაც ნადირაძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.
ოპოზიცია ასევე დაინტერესდა, დღეს ისევ ფიქრობს თუ არა კალაძე, რომ ევროკავშირის სტატუსი არაფრისმომცემია – “რიტორიკულად, დღეს რამდენ ფეხზე დგახართ, ცალ ფეხზე, თუ ორივე ფეხზე?” – მიმართა მერს ნინო წულაძემ