თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მთავრობამ გასულ წელს 5 580 000 ლარად გაყიდა და მეპატრონე სს „ჩაჩავას კლინიკა“ გახდა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპანიამ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უკვე შეათანხმა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
„გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქციური ზონა და დღეის მდგომარეობით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
მშენებლობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
სს „ჩაჩავას კლინიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით შველიძეა, თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან გოცირიძე, წევრი კი როზა ობოლაძეა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარინე გელანტიაა.