რისი თქმა სურთ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებზე? – ცოტა დრო ლუქსემბურგამდე – 29 იანვრის ანონსი

საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და “ერთა ლიგის” ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით.
ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს ორშბაათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს – სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადიშვილის “ჯვაროსნებში” შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.
არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი – რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანლიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ…

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში