ისტერიული რეპრესიებია მშვიდობიან ადამიანებზე, ეცადნენ გადაეყვანათ ხალხი არამშვიდობიან სცენარებზე, მაგრამ არ გამოუვიდა რეჟიმს. გრძელდება რეპრესიები და ახალი რუსული კანონები. ახლა უკვე ველოდებით იმ კანონის მიღებას, რომელიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველო შედის რუსეთის სივრცეში, – შემოდის რუსული გემები, სანქცირებული რუსული ნავთობით. ჩვენ ვართ უკვე გზა, რომლითაც რუსეთი გვერდს აუვლის სანქციებს და საქართველო ხდება ერთგვარი ნაცრისფერი კრიმინალური ზონა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არსებობს მაგრამ… ამ ერთი წლის მანძილზე რეჟიმმა ვერაფერს მიაღწია, ვერ მიაღწია, რომ დაერღვია საერთაშორისო იზოლაცია, ჩვენი პარტნიორები ეძებენ გზებს, როგორ შეიძლება მოსახლეობასთან არ შეწყდეს კავშირები და მხოლოდ რეჟიმი დაისაჯოს. საზოგადოების პროტესტი ვერ ჩაახშო რეჟიმმა, ჟურნალისტების დაკავებები სრულიად წარმოუდგენელია, საქმიანობის დროს, საქმიანობის გამო იქნენ დაჭერილნი, სრულიად კანონის დარღვევაა. ქვეყანას ვერ მართავენ, რეჟიმი რეპრესიული, მაგრამ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას. დღეს კლასიკური ფორმით ვართ მომსწრენი, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და ბოლო ჟამია, ეს არის შიდა დაპირისპირება, შიდა კრიმინალური გარჩევები. სრული უნდობლობაა ქართულ ოცნებაში, როგორი შიშია ტენდერებში გარეულ პირებში, ივანიშვილის და მისი უახლოესი ადამიანების მიმართ არანაირი ნდობა აღარ არსებობს. ეს ბოლო ეტაპია. 26 ოქტომბერს ყველანი ვიქნებით ერთად, რათა გამოვხატოთ რომ პროტესტი არ ქრება, სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია.




