რისი გაკეთება მოუწიოს, შესაძლოა, ევროპას, ტრამპის გამარჯვების შემდეგ? – გიორგი კობერიძე

ტრამპის გამარჯვებას ერთი დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს: 90-ნი წლებიდან ევროპა სამხედრო თვალსაზრისით თითქმის მთლიანად, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით – მეტწილად – ჩამოკიდებული იყო -ზე, რის გამოც მოუმზადებელი შეხვდა რუსულ აგრესიებს. ტრამპის ადმინისტრაციის მახასიათებელი არაპროგნოზირებადობაა. ეს მისი დიდი ნაკლოვანებაცაა და გარკვეული უპირატესობაც. თუმცა ამ ფონზე ევროპას ძალიან ცოტა არჩევანი რჩება და ალბათ მოუწევს დაიწყოს საკუთარი სამხედრო და გარკვეულწილად, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შემუშავება. ეს იქნება გამოცდა ევროპისათვის. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის წინა ადმინისტრაცია, პირიქით, მხარსაც უჭერდა ევროპის მხრიდან სამხედრო ხარჯების ზრდას, ეწინააღმდეგებოდა რუსულ გაზზე დამოკიდებულებასაც და ვენესუელისადმი, ჩინეთისა და ირანისადმიც უფრო ხისტი იყო, ვიდრე ბაიდენი. მალე ვიხილავთ რა და როგორ იქნება ახლა, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ნათელია – ეს ყველაფერი გარდამტეხი პერიოდია მსოფლიო პოლიტიკაში.