რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში – ჯერ ს შედეგები სასამართლოს გააუქმებინეს, რადგან მათ მიერ არაკონტროლირებადმა ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და საბოლოოდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში – ჯერ ს შედეგები სასამართლოს გააუქმებინეს, რადგან მათ მიერ არაკონტროლირებადმა ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და საბოლოოდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში. ჯერ არჩევნების შედეგები სასამართლოს გააუქმებინეს, რადგან მათ მიერ არაკონტროლირებადმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და საბოლოოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირი ამ ყველაფერს დემოკრატიის გამარჯვებას უწოდებს და სწორედ ამ მოდელის მიღება სურდათ საქართველოშიც, რომლის შედეგად, , სასამართლო და სხვა ინსტიტუტები აგენტებით უნდა დაკომპლექტებულიყო, საარჩევნო სისტემაც ისეთი ჩამოყალიბებულიყო, რომ აგენტურა მოსულიყო ხელისუფლებაში. შაქარაშვილის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტები, შედეგად, მათ ხელში მხოლოდ გარე ბერკეტები დარჩა, რომელმაც უკვე დიდი ხანია ძალა დაკარგა და კომიკურ ჟანრშიც კი გადავიდა. “რუმინეთიზაციას გადარჩენილი საქართველო ის რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში.
ჯერ არჩევნების შედეგები სასამართლოს გააუქმებინეს, რადგან მათ მიერ არაკონტროლირებადმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და საბოლოოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. აღარაფერს ვამბობ, რომ ჯორჯესკუს სრულად აქვს მედიაზე წვდომა შეზღუდული და მან მხოლოდ ტიკტოკის პლატფორმიდან მოახერხა ამომრჩეველთა მხარდაჭერის მობილიზება.
ევროკავშირი ამ ყველაფერს დემოკრატიის გამარჯვებას უწოდებს, პარალელურად კი, საქართველოს “დემოკრატიულ უკუსვლაში” ადანაშაულებს. რთულია შესაფერისი სიტყვები მოძებნო ამ ხარისხის უტიფრობის და პოლიტიკური ფარისევლობის შესაფასებლად. ეს არის მოდელი, რისი მიღებაც სურდათ საქართველოში. ამიტომ აწარმოებდნენ ბრძოლას სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩასაგდებად.
ამიტომ გვაძალებდნენ ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმების” აღსრულებას, რის შედეგადაც , სასამართლო და სხვა ინსტიტუტები აგენტებით უნდა დაკომპლექტებულიყო, საარჩევნო სისტემაც ისეთი ჩამოყალიბებულიყო, რომ აგენტურა მოსულიყო ხელისუფლებაში და შემდეგ არასდროს მიეცათ საშუალება ეროვნული ძალებისთვის მიახლოებოდნენ ხელისუფლებას.
ჩვენ დავიცავით სახელმწიფო ინსტიტუტები და ამიტომ მათ ხელში მხოლოდ გარე-ბერკეტები დარჩა – ევროპარლამენტის რეზოლუციები, პოლიტიკური განცხადებები, სანქციები და ა.შ. მაგრამ მათი აბსურდული შინაარსიდან და უსამართლობიდან გამომდინარე ამ ბერკეტებმაც დიდი ხანია ძალა დაკარგა და კომიკურ ჟანრში გადავიდა.
დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები აგენტურისგან მაქსიმალურად გაწმენდილია, მაგრამ იმისათვის, რომ საფრთხე ბოლომდე განეიტრალდეს, აუცილებელია აგენტურის განდევნა მთლიანად საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემიდან. დიდი ცვლილებების ჟამია მსოფლიოში და უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში გვქონდეს მყარი პოლიტიკური სტაბილურობა!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა