საქართველოს ნაკრების თურქებთან (2:3) მარცხმა, განსაკუთრებით მატჩის საწყისმა პერიოდმა, გული ისე დაგვწყვიტა, საუბრისა და წერის სურვილიც კი გააქრო…
ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების შესახებ თამაშებამდე ორი კვირით ადრე ინტენსიურად წერას ვიწყებთ. ამბიცია არ გვაქვს, რომ ყველაფერი სხვაზე კარგად ვიცით და ჩვენ სტატიებზე სანიოლმა სტრატეგიები უნდა ააწყოს, მაგრამ sportall.ge მასზე დაკისრებულ ფუნქციას ასრულებს. მაინც რას ვწერდით და რისი გვეშინოდა?
პირველ რიგში იმის, მთავარ მწვრთნელი სანიოლი სომხეთი/ფარერების დონის გუნდებთან მატჩს შეცდომაში არ შეეყვანა. მას არ ჩაეთვალა, უკვე თამამად შეგვეძლო, ტაქტიკა შეგვეცვალა, 4 მცველზე გადავსულიყავით და რადგან შინ ვთამაშობდით, თურქებთან შეტევაზე მეტად გვეფიქრა.
რატომ ვფრთხილობდით მატჩამდე? – სამი ცენტრალური მცველით მოთამაშე ჩვენმა დაცვამ ურთიერთდაზღვევის მექანიზმი შეიმუშავა, ერთმანეთის ნაკლის დაბალანსებას აუღო ალღო. ორი ცენტრალური მცველი სარისკო იყო იმ მიზეზითაც, რაც პირდაპირ დავწერეთ, გურამ კაშიას კონდიციები ამის საშუალებას არ იძლეოდა.
კიდევ რაც გვაღელვებდა, ტონუსში არმყოფი ფეხბურთელები. სეზონის სტარტი ისედაც რთულია და მითუმეტეს, როცა არ თამაშობ. არ აქვს მნიშვნელობა, გოლი მისი შეცდომით გავა თუ არა, შინაგანად ყველა გრძნობს, რა კონდიციებშია და დამაჯერებლობა როცა არ გაქვს, როცა მორალურად ხვდები, რომ ის არ შეგიძლია, რასაც შენგან ელიან, ეს სახეზე იოლად იკითხება. მაგალითად, საბა გოგლიჩიძე “ინტერთან” კარგად შევიდა, მაგრამ ეს იყო დიდხნიანი პაუზის შემდეგ რამდენიმე წუთი, რაც ტონუსში ბოლომდე მოსასვლელად საკმარისი არაა; გიორგი მამარდაშვილი? რაც შეხვედრის სტარტზე გააკეთა, ის გუნდს დამაჯერებლობას ვერაფრით გადასცემდა. “მამარდა” აუტსაიდერ “ვალენსიაში” დატვირთული იყო და ნაკრებში, სადაც რამდენიმე დღით ჩამოდის, ეს დადებითად ისახებოდა, ახლა კი ის უბრალოდ გუნდში სკამზეა.
ყველა ფეხბურთელს ცალ-ცალკე რომ მივყვეთ, ძალიან დიდი წერილი გამოვა. შიშებს რაც შეეხება, კიდევ ის გვაშფოთებდა, კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში სანიოლს მაინც არ ეცადა, შედეგისთვის პოზიციური შეტევებით მიგვეღწია, რადგან შემადგენლობაში საამისო ბიჭების დეფიციტი გვქონდა. თითქოს კიდევ ერთხელ გამოჩნდა საჭიროება, კონტრშეტევაზე აწყობილი ტაქტიკით წარმატებისთვის მიგვეღწია. ასეთ დროს ხომ კვარაცხელია და მიქაუტაძე სახიფათო ზონაში უფრო იოლად ხვდებოდნენ, ახლა კი “ჟორჟი” თითქოს მოედანზეც არ იყო.
და მთავარი, რისი შიშიც ჯერ კიდევ გვაქვს – საქართველოს ნაკრების მწვრთნელს სურს დაამტკიცოს, რომ მას მრავალფეროვნება შეუძლია, ამისთვის ალბათ დროსაც ითხოვს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ხედვები შედეგს არ აუმჯობესებს. როცა შენ მიერ არჩეულ ტაქტიკას 12 წუთში ცვლი, ამით საკუთარ თავზე თვითონვე გვესაუბრები.
დაცვის ხაზის შეცდომებით სავსე თამაშსა და კაშიას წასვლის ჟამზე (ამისგან ჯერ კიდევ ბევრი ხმამაღლა თავს იკავებს) ახლა ბევრი საუბრობს, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა, რომ გოლები მარტივი, მოგონილი შეცდომებით გავუშვით და თურქებს არაფერი შევაქმევინეთ, თავის მოტყუებაა. გვჭირდება ახლა ეს?!
შეხვედრის დასაწყისშივე თურქეთის ნაკრები ბურთს საკუთარ საჯარიმოსთან იჩერებდა, რათა ჩვენი მაღალი პრესინგის იძულება გამიეწვია და მერე სივრცეები გამოჩენილიყო, მაგრამ ეს არ/ვერ გავაკეთეთ. თავიდანვე საშუალება მივეცით, შეტევაზე სტუმრები წამოსულიყვნენ, ყველაფერ ამას კი მოუმზადებელი დავხვდით. ნახევარდაცვასა და დაცვაში აშკარად გვაკლდა ერთი ფეხბურთელი და ეს მოგვიანებითაც გამოჩნდა. რეალურად, რთული გასარკვევი იყო, წარმატების მიღწევა როგორ წარმოგვედგინა, ქაღალდზე დაწერილი იდეა რომ შეტევაში ერთით მეტი ფეხბურთელით ვთამაშობთ, პრაქტიკული სახის გარეშე რჩებოდა.
საქართველოს ნაკრებს შემტევებამდე ბურთი ისე ვერ მიჰქონდათ, თურქებს მათგან რეალური ხიფათი ეგრძნოთ. მაგალითად, როცა “კვარას” ბურთის მოსაპოვებლად ცენტრამდე ჩამოსვლა უწევს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იკლებს. მითუმეტეს, თურქები ცდილობდნენ, მასზე კარისგან მაქსიმალურად შორს დაჯარიმებულიყვნენ. გიორგი მიქაუტაძე (საკლუბო ამბების გამო ცოტა უხასიათობა მაინც ეტყობოდა) საჯარიმოს ფორვარდია და მას იქ საგოლე შანსები უნდა შეუქმნა. ევროპის ჩემპიონატის დროინდელ ტაქტიკაში ის თავისუფალ ზონებს სულ პოულობდა. აბა, შემდეგ რის ხარჯზე გინდა, წაგებას “დაუძვრე”…
ფაქტი იყო, 4 მცველის შემთხვევაში ფლანგზე ლოჩოშვილი იქნებოდა, რომელიც შეტევაში პასიურად ჩაერთვებოდა. მატჩამდე მოვიტანეთ “ნაპოლისა” და ჟესუსის მაგალითი, მისი პასიურობის გამო კვარაცხელია რამდენიმე მეურვეში მარტო რჩებოდა, რადგან ფლანგიდან სივრცის განმათავისუფლებელი და ერთი კაცის მისკენ გადამყვანი არ ჩანდა. ახლა, თანაც ჩაკვეტაძის არყოფნაში, ეს თავად გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, აზაროვის შემოსვლის შემდეგ ეს გარემოება შეიცვალა. გვესმის მეტოქის კაცნაკლულობაც, დაცვაზე ორიენტირება და ზოგადად ისიც, ფლანგებზე დაცვასა და შეტევას შორის ბალანსია საჭირო, მაგრამ მაშინ თავს რატომ ვიტყუებთ, შეტევაში ერთით მეტნი ვართო, როცა 3-მცველიანი უკანა ხაზის პირობებში, ფრთაზე მოთამაშე მცველები უფრო აქტიურები იქნებოდნენ.
საქართველოს ნაკრების თამაშში კვლავ ვერ ვნახეთ კომბინაციური მრავალფეროვნება და გუნდს თითქოს სახეზე ეწერა, ჩვენი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია რამეს მოიფიქრებსო. სანიოლმა ენრიკეს გამოცდილების გაზიარება სცადა და ლიდერს ფლანგებსა და პოზიციებს უცვლიდა. საუკეთესო შეფასების მიმღები ზურიკო დავითაშვილი ამაში ხელს მშვენივრად კი უწყობდა.
ხვიჩა მინდორზე დიდი ფაქტორი და შესანიშნავი ინდივიდუალისტია, მისი კარისკენ დაძვრები მოწინააღმდეგეს ძაბავს და საქმეს ურთულებს. კვარაცხელიას ყოველთვის შეუძლია ხიფათი შექმნას, გონივრული პასი გააკეთოს.
იყო ეპიზოდი, როცა კვარაცხელიამ ბურთი სწრაფად წაიღო, რამდენიმე მეურვემ გადაკეტა, ფლანგი ცარიელი იყო, მაგრამ ვერავინ შეავსო და ბურთის უკან დაბრუნება მოუწია. ფეხბურთი ასეთი ნიუანსებისგან შედგება და წაგებასაც ასე “დაუძვრები.”
“კვარამ” თავისი მაინც გაიტანა. იმ ეპიზოდში თავიდან პასი სცადა, რაც არ გავიდა და შემდეგ მაგრად მოუქნია. ასეთ ფეხბურთელს, ვისაც ერთი მოწინააღმდეგე რომ იცავს და მეორე ახლო რადიუსში აზღვევს, გუნდური ხელშეწყობა სჭირდება, რაც ახლა არ იყო.
პირველივე ტურში წაგების გამო ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, აგერ გუნდიც ისეთი გვყავს, 0:3-ზეც კი იმედი არ დაუკარგავთ!..
· Fan ეს ფორმებია თარსი- ჯერ რას გავს,თან არაპრაქტიკულია,პოლოშირთ-ით როგორ შეიძლება 90 წუთი თამაში,წინა მოდელის ფორმა- წითელი გაცილებით უკეთესი იყო.
· გოჩა მატჩის წინა დღეებში დიდი სათაური გქონდათ გამოქვეყნებული:არეულობა თურქეთის ნაკრებში!(კი დავინახე სადაც იყო არეულობა)
· lasha ევროპიდან მოყოლებული ჩვენ და თურქებმა ხო ერთი გზა განვლეთ. ნახეთ როგორი ჩამოყალიბებული ნაკრები ყავს მონტელას და ჩვენი კიდევ თავდაყირა დგას. მე არ მეგულება ნაკრები, რომელსაც არ ყავდეს ძირითადი შემადგენლობა ერთადერთი გამონაკლისი არის საქართველო სადაც ვერ დაასახელებს ვერცერთი გულშემატკივარი ნაკრების ძირითად 11-ეულს 🙂 ეხლა ეს ნორმალურია? 🙂
· Ზაზა კაშია დაბერდა, მეტი აღარ შეუძლია და დაასვენეთ! სულ 3-4 ფეხბურთელი გვყავს გუნდში! დანარჩენები ღრმა ჭ ლიგაა! რა შედეგს ელოდებით?! ,,აბა ომი გინდათ?!” -აი ეს ქვე-“ყანა” ვართ!
· tedo მწვრთნელი მაშინ ხარ , როცა რამდენიმე სათამაშო ვარიანტი და გეგმა გაქვს . სანიოლი რომ ევროს მერე მადლობით გაგვესტუმრებინა და მეტად კვალიფიციური მწვრთნელი მოგვეყვანა , მისთვისაც კარგი იყო და ჩვენთვისაც .ახლა არ გამოხტეთ აქ ბურთი რომ მარტო ტელევიზორში გინახავთ და არ დამიწყოთ , რა ქნას სანიოლიმ , არ ყავს ფეხბურთელები , სამი კაცი გვაკლდა და ა. შ. გვყავს საკმარისი რეზერვი , რომ უკრაინამ 5 ქულა არ წაგვართვას , ალბანეთმა სახლში არ მოგვიგოს და თუნდაც ჩეხეთმა გადამწყვეტ თამაშში არ გადაგვირბინოს ( აღარაა დღეს ნედვედის ჩეხეთი ) .მუდმივად დაცვაზე საუბარია . არადა , კაშიას ვერ შეელია-ადამიანი ვეღარ დარბის უბრალოდ . ერთხელ აიკვიატეს მთელმა სამწვრთნელო სტაფმა ერთი შემადგენლობა და ახალს თუ ვინმეს გაურევენ , სკამს ახეხინებენ . ამას გარდა , მუდმივად მეორე ნომრად თამაში რა უბედურებაა , ამას რომელიმე გუნდი აკეთებს ჩვენს გარდა ? .ჩასვრილი მენტალიტეტით გადის გუნდი მოედანზე , ეს ესპანეთიაო , ის ჩეხეთიაო , ეს თურქეთიაო და ამ აზროვნებით წარმატების მიღწევა გვინდა ??? სათქმელის მეტი რაა , მაგრამ ისედაც გამიგრძელდა . და თუ ,,რა ქნას ” , მაშინ რატომ გვყავს ??? მადლობა სანიოლ , კაშიავ , ხიზანა , დვალიშვილო და მშვიდობით იყავით ! – ჩემი აზრია ეს .
[VIDEO] ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო – არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ – საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება და პსჟ როტაციით “ტულუზასთან”
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან – სანიოლის საფიქრალი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
[VIDEO] მხოლოდ მეორე ტაიმი კარგად თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა – საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ – საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო – არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე – პსჟ-მ “ტულუზას” მოუგო
“დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას “ლივერპულშიც” მოახერხებს – სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
“ტულუზასთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
“კვარა” ისევეა, როგორც მე, იდეალურად” – ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
“კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
