„რისთვის შეცვალეთ ის ხელისუფლება, რომლის ნაცემი ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი აღგაშფოთებდათ?“ – მაკა რაზმაძე

„ადამიანების ცემაზე და ძალადობაზე ვინც ხალისობთ და გიხარიათ, რისთვის იბრძოდით და რისთვის შეცვალეთ ის ხელისუფლება რომლის ნაცემი ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი აღგაშფოთებდათ? გვარებში და მხარეებშია საქმე თუ იმაში რომ ადამიანზე ძალადობა უნდა გვაშფოთებდეს?როცა ვამბობ რომ საზოგადოებაშია პრობლემა სწყინს ბევრს,არადა სწორედ ესაა ჩვენი მთავარი სისუსტე -ერთმანეთის სიძულვილი და მუდმივად მხარეებად ყოფნა,ერთმანეთზე აგენტების ძახილი,შანტაჟის ენით -აბა ეს თქვი აბა ის თქვი თორემ მოღალატე ხარ და ერთიდაიგივე შეცდომების მემილიონედ დაშვება, რითაც უკვე საუკუნებიაა სარგებლობს ჩვენი მტერი და მერე გინდა რუსული ვეძახოთ და გინდა იაპონური ერთმანეთს….რა მნიშვნელობა აქვს რა კანონები გვექნება როცა სიძულვილმა წალეკა ქვეყანა და ადამიანს ადამიანის ცემა და სიკვდილი უხარია? გუშინ რომ იგივეს აკეთებდნენ ისინი კი დღეს მორალისტებად იქცნენ და აქეთ ედავებიან თავიანთ გუშინდელ მსხვერპლებს.
აქ აღარ შემოვდივარ საერთოდ ისეთ საშინელებად იქცა ეს სივრცე…“