,, რისთვის ისჯება ეს ადამიანი?” – გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილზე

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს ვადევნებდი თვალყურს, თუ როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მის უმგამჭვირვალესი გზით ნაშოვნ თანხებთან დაკავშირებით. ალბათ არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სადაც მისი სიმართლე არ დამტკიცებულიყო. მაგრამ, აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს. ისმის კითხვა, რისთვის ისჯება ეს ადამიანი? თუ მარსზე არ ცხოვრობ (თუმცა იქაც სიმართლე სიმართლეა), პასუხი ერთია – ისჯება იმიტომ, რომ არ გახვია ქვეყანა ცეცხლის ალში, არ გაიარა დამკვეთების ჭკუაზე და დღეისათვის, ქვეყნისთვის სწორი და პატრიოტული პოლიტიკა გაატარა. აი ეს არის ამ ყველაფრის თავი და ბოლო. არაფერი აქ, გაზვიადებული არ არის, ეს არის ფაქტი და სხვა არაფერი”

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება