რიჟვაძეს სთხოვენ თურმე 300 მილიონს – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
“თბილისურ ჭორებს მოგიყვებით.
ბიძინა ივანიშვილს აღმოუჩენია რომ ის აღარაა ერთადერთი მილიარდერი ქოცებში.
რიჟვაძეს სთხოვენ თურმე 300 მილიონს.
გუშინ ვისთანაც იყო, ის კაცია თავის დროზე სთან რომ მოვიდა ქოცების ამბის მოსატანად.
საინტერესოა ახვლედიანმა რა უთხრა რიჟვაძეს ასეთი.
ღარიბაშვილის შემდეგ ფარცხალაძის დრო დადგაო ამბობენ. ქოლცენტრების თემის “კრიშა” ყოფილა მისი ხელის ბიჭებიანად.
ჰოდა ახლა ამ ქოლვენტრების მილიარდებს ეძებენ. არ გეგონოთ რომ აქ მილიონები უნდა ეწეროს.
მ ი ლ ი ა რ დ ე ბ ს!
ზარალა ქოლცენტრებთან კავშირში არაა თურმე, მაგრამ ფარცხალაძის ფინანსური პარტნიორია (არ მგონია ამ ხალხთან ბიზნესპარტნიორობა სწორი დეფინიცია იყოს) ჰოდა ვიდრე დაკარგულ მილიარდებს მიაკვლევენ, ფაქტიურად როგორც ფარცხალაძის ფულის წყარო “პლენში” აიყვანეს.
ფარცხალაძის ხელის ბიჭის, ოჯახის წევრიც ყოლიათ “პლენში”. ამ ბიჭს, რომელიც მთელი ცხოვრება პოლიციელების ქსივების და ფრთების ქვეშ ცხოვრობდა ძველი ბიჭი რატომ ჰქვია გაუგებარია, მაგრამ ეს გვერდზე გადავდოთ,
ფარცხალაძის ხაზით ებარა თურმე ქოლები.
ჰოდა ეუბნებიან რომ ნახევარი მილიარდი აქვს მისატანი. როცა ჩამოიტანს, (ქვეყნიდან წავიდა ამ ფულის მოსაძიებლად) ოჯახის წევრს დაუბრუნებენ.
ისე რომ იცოდეთ, ამ ქალაქში ყველაფერი გვარდება, ყაჩაღობით დაწყებული, ჩხუბით და დაჭრით დამთავრებული.
გაიხსენეთ რა გავლენით იყო ფარცხალაძის ხელის ბიჭი და რა დღეშია ახლა და მიხვდებით რომ მუდმივი არაფერია.
დავუბრუნდეთ ფარცხალაძეს, თბილისში ჭორაობენ რომ მოსკოვშია და სავარაუდოდ აქ ვერ ჩამოვა რადგან მაშინ, მილიარდებს უნდა შეელიოს.
გაგრძელება იქნება.”

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ხელისუფლების მთელი მცდელობა იყო, რამენაირად ვახშამზე მოხვედრილიყვნენ, ტრამპთან ერთწუთიანი შეხვედრა ჰქონოდათ, რომ აქ თავიანთ ამომრჩევლებს „მიასაღონ”, თითქოს რაღაც გზავნილი გადასცა ყაველაშვილმა

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილმა ამ კვირაში გადმოატანინა ჩემი „სასამართლო“ განხილვები, კვირის დასაწყისში კი მკვეთრად ააჩქარა და ყოველდღე ჩანიშნა სხდომები – ჩემი შემდგომი „გასამართლება“ საჭიროა 4 ოქტომბრის წინ

ირაკლი კუპრაძე – თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება – კორუფციული, რუსული ძალადობრივი ძალა და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს – ძალიან მარტივი არჩევანია