რინკევიჩი: მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას

ლატვიის პრეზიდენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
როგორც ის X-ზე წერს, მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას.
რინკევიჩი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიმართ მუქარა მიუღებელია.
“საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სატელეფონო ზარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მე მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას, რათა საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება უზრუნველყოფილი იყოს. პრეზიდენტის მიმართ მუქარა მიუღებელია”- წერს რინკევიჩი.