ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩის თქმით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა და ეს ფაქტია. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
“რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს”. – თქვა რინკევიჩმა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა.
“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.