„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად ხაშურსა და ხარაგაულში ინვესტორს მიწები 49 წლის ვადით გადაეცა

„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხაშურსა და ხარაგაულში 29 მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცა.

მთავრობის განკარგულების 538-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ჯამურად 60 065 მ²-ის არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით მიღებისთვის, ყოველ წელს ბიუჯეტში 35 480 ლარი უნდა გადაიხადოს.

დოკუმენტში წერია, რომ კომპანია „ტაბა“-მ უძრავი ქონება მთავრობას, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და შპს ტაბას შორის 2024 წლის 17 ივლისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ აშენების და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უნდა გამოიყენოს.

კომპანია „ტაბა“ 2013 წელს არის დაფუძნებული და მის 50-50%-იანი წილებს ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიები „რიკოთი ენერჯი ბი ვი“ და „ანადოლუ კაფკასია ენერჟი იატირიმლარი“ არიან. კომპანიას დირექტორთა საბჭო მართავს, რომელიც 7 წევრისგან არის დაკომპლექტებული, მათგან 6 თურქეთის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

 

თურქეთის “ანადოლუ ჰოლდინგი” საქართველოში 25-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

საქართველოში ამ დრომდე ქარის მხოლოდ ერთი – ქართლის ქარის ელექტროსადგური ოპერირებს, რომელიც 6 ტურბინისგან შედგება და მისი დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია.