რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ამოტრიალდა და ოთხ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ამოტრიალდა და ოთხ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილებში მსხდომი პირები მსუბუქად დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი ირანის მოქალაქეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი