რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული. ამჟამად საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
„სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ