რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ინფორმაციას „ქუთაისი პოსტი“ ავრცელებს.
კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
„გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს”,- აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.