აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის გზაზე დარჩენილი 4-კილომეტრიანი 2-ზოლიანი გზა გაიხსნა. ეს იყო უკანასკნელი საგზაო მონაკვეთი, რომელიც ამ დრომდე არ იყო ექსპლოატაციაში შესული.
ამ დრომდე გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა ამ გზის არსებული პარალელური ზოლი, სადაც ორივე მიმართულების ავტომობილი მოძრაობდა. აღნიშნული მონაკვეთი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა, რის შემდეგაც მეორე ზოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
დღეს გზის მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნეს.




