რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
