რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოვიდა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთის გვირაბთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (ხევი-ხუნევის მონაკვეთი) მიწის მასა ჩამოვიდა. უწყების ცნობით, ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
გზების დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ