თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე მეწყერსაშიში ფერდობის გამაგრებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 908 792 ლარია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერის თანახმად წინადადებების მიღება 13 დეკემბრიდან დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. კომპანიამ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები უნდა ჩაატაროს.
“მთავარია გაირკვეს პრობლემა რატომ შეიქმნა, ვინ არის კონკრეტულად დამნაშავე. პროექტირებისას იქნა შეცდომა დაშვებული თუ პროექტირების შემდგომ სამუშაოებში. ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ პირის, რომელმაც არასწორად შეადგინა პროექტი ან არასწორად აწარმოა სამუშაოები”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი, ბესიკ დონაძე.
ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში) მიწა-კლდის შვავი ჩავიდა. მოძრაობა შეწყდა, მოგვიანებით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით 13 აპრილს აღდგა. ინფრასტრუქტურის მინისტრი განმარტავდა, რომ არ რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყერის კერა. უწყება ამბობდა, რომ მონაკვეთზე გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი, მოეწყო დამცავი კედელი, მოხდა უბნის შესწავლა.
12 ოქტომბრიდან რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის გაუქმდა.