რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა.
“ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში” – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
რიკოთის უღელტეხილზე აპრილიდან სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. 12 ოქტომბრიდან ეს რეჟიმი მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის გაუქმდა.
რაც შეეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტს, დღემდე მათი გადაადგილება რიკოთზე დაშვებული 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.