რიკარდ იოზვიაკი: მზია ამაღლობელი ევროპარლამენტის სახაროვის პრიზის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს, 6 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
🔴 სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის და აღიარებს და ეხმარება იმ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ აზრის თავისუფლების დაცვის საქმეში
🔴 პრემია 1988 წელს დაარსდა და საბჭოთა დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს – პრემია აღიარებს ისეთ სფეროებში გაწეულ ძალისხმევას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებები და კანონის უზენაესობა
🔴 სახაროვის პრემიის ყველაზე გავლენიან მფლობელებს შორისაა ნელსონ მანდელა (1988), სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ბრძოლისა და შერიგების ხელშეწყობაში მისი როლისთვის. პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი (2013) გოგონების განათლებისთვის მამაცი ადვოკატირებისთვის, მიუხედავად თალიბანის მიერ მისი მკვლელობის მცდელობას. რუსი ოპოზიციური ლიდერი (2021) კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. უკრაინელი ხალხი (2022) ს აგრესიის წინაშე გაწეული წინააღმდეგობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვისთვის.