რიკარდ იოზვიაკი – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან, აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
მისი თქმით, რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, მომავალ სამიტზე მიიწვიოს.
„რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, მოიწვიოს იგი მომავალ სამიტზე და წარმოადგინოს საქართველო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მომავალ სამიტზე“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ევროპარლამენტში დებატები „საქართველოში არსებული პოლიტიკური არეულობის“ შესახებ 21 იანვარს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო