რიკარდ იოზვიაკი – ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ს წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს. იგი 24 თებერვლის წლისთავის წინა დღეს გამოქვეყნდება“, – წერს იოზვიაკი X-ზე.
რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ასევე, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ 1 900-ზე მეტი რუსი და ბელარუსი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივონ.

ასევე დაგაინტერესებთ