რით დაიღალნენ ივანიშვილი და “ოცნება” – ანა დოლიძე

ევროპული მარშისთვის მზადების პროცესში მარჯანიშვილის მოედანზე მისული, კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, აცხადებს, რომ ზუსტად ერთ კვირაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ქვეყნის მართვის ბერკეტები აღარ ექნება.
“ჩემთვის სულ ერთია სად იქნება, მთავარია, მას აღარ ჰქონდეს მართვის ბერკეტები. მას აღარ ექნება მართვის ბერკეტები. თავად “ოცნებასაც” ეტყობა, რომ დაიღალა იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც ვერ უძღვება და იმით, რომ რეალურად, საქართველოს მოსახლეობას აწვალებს. მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს. ეს მოხდება 27 ოქტომბრიდან”
თბილისში მასშტაბური მარში იწყება.