სალი ბაკურაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
ვფიქრობდი მომეყოლა თუ არა ეს ისტორია იმიტომ, რომ ეს ფოტოები შემზარავია, არ მინდოდა გამოფენა და მხოლოდ ჩემს ძალიან ახლობლებს აქვთ ნანახი.
პირველი ფოტო გუშინ გადავიღე ჩემი ლამაზი თვალების საილუსტრაციოდ, რომ იმ მახინჯი სურათების ფონზე არ დაგავიწყდეთ რომ ეგეთი არ ვარ
დანარჩენები კი ამ წლის აპრილსა და მაისშია გადაღებული.
პირველად მარტში რომ დამემართა არ მივაქციე ყურადღება დიდად და შემდეგ 10 დღის ინტერვალებით მიმეორდებოდა და ყოველ ჯერზე უარესი ხდებოდა და ეს გაგრძელდა მაისამდე. მისივდებოდა თვალები, მქონდა წვის და ქავილის შეგრძნება.
პიკი იყო 18 მაისს, როცა თეატრში ვიყავი, დამეწყო წვა და ქავილ, წამოვედი მაშინვე და სანამ სახლში მოვედი, ნახევარ საათში, 30 წლით დამიბერდა სახე.
თუ არ შევიშლებოდი არ მეგონა ისე ვინერვიულე.
ამ პერიოდში ვიყავი დერმატოლოგებთან, ოფთალმოლოგებთან, ალერგოლოგებთან და ნევროლოგთან.
ებთან იმიტომ, რომ ვერავინ გაიგო რა მჭირდა და სხვადასხვა სპეციალისტთან მივდიოდი.
საბოლოო დიაგნოზი, რაზეც ვიმკურნალე იყო კერატიტი, მაგრამ გამომწვევი მიზეზი კვლევების და ანალიზების მიუხედავად ვერ დადგინდა. ვივარაუდეთ რომ იყო ინფექცია. კერატიტს მარტივადაც რომ დაგუგლავ გამომწვევ მიზეზებში წერია ქიმიური ნივთიერებით დაბინძურებული წყალი.
ერთადერთი, ვინც იეჭვა იყო ალექსანდრე თელია, რომელმაც ზაზა თელია შემოიყვანა ჩემს სანახავად გაოგნებულმა და ორივემ მითხრა რომ ეს იყო დაგვიანებული რეაქცია რაიმე ნივთიერებაზე, რომელიც ორგანიზმში მოხვდა, თუმცა მათ არც აქციებზე უკითხავთ თუ დავდიოდი და არც მე მიეჭვია რომ ჭავლს და გაზს 2 თვის შემდეგ ეს შედეგი შეიძლებოდა გამოეწვია. გავყევი ალექსანდრეს და ჩემი დერმატოლოგის მკურნალობას და ამის შემდეგ ჯერ მსუბუქად მიმეორდებოდა და ივნისის შემდეგ აღარ დამმართნია. მადლობა მათ.
ისეთი დაღლილი ვიყავი ექიმებთან სიარულით.
თან მაშინ პარალელურად თიაქარის ისეთი ჯოჯოხეთური ტკივილები მქონდა, ამაზე გაყოლის თავი აღარ მქონდა. ეს თიაქარიც აქციებზე ყინვაში 8-9 საათი ფეხზე დგომისგან გამიმწვავდა, მაგრამ…
ამ დრომდე საგონებელში ვიყავი ეს ანომალია მე როგორ დამემართა, როცა ყველა ანალიზი მწყობრში მაქვს, რეგულარულად დავდივარ ოფთალმოლოგთან და მოკლედ, ჩემს ჯანმრთელობას ყურადღებას ვაქცევ და იმუნიტეტიც მქონდა გადასარევი. თურმე სად ხარ, სალომე?!
იმით დავამთავრებ რომ აღარ მინდა მოკითხვა, ახლა კარგად ვარ.
არც ვინმესგან ჩუმად მოწერა მჭირდება გასამხნევებლად, ჩემზე თუ გული შეგტკიოდათ ან ხმას ამოიღებდით, ან გარეთ გამოხვიდოდით. თქვენს თავებს გაეცით პასუხი ამაზე რომ დუმხართ, ჩვენი არ გჯერათ და გაჩეჩილ კობახიძეს და აყროლებულ ტვ იმედს უსმენთ. რანაირი ან მეგობრები ხართ, ან ნათესავები, ან მეზობლები ან რა ვიცი, ვინც ხართ, თქვენს თავებში მოძებნეთ პასუხები, მე არაფერში მჭირდებით.
დამიბარონ სადაც უნდათ, გამომკითხონ, მე არაფერი მაქვს დასამალი საერთოდ, ოღონდ გამაგებინონ რითი მომწამლეს?!
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.




