„რითია უკეთესი მაგდა გიორგი თარგამაძეზე?“ – ლევან ლორთქიფანიძე

„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ივანიშვილის „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება:
„უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ვუყურე ინტერვიუს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან.
უპირველეს ყოვლისა, თვალში მისი მდგომარეობა მომხვდა. რა საშინლად გამოიყურება! დაჩამიჩებული და ჩამომხმარია. ღმერთმა კარგად ამყოფოს, ფიზიკურ ტანჯვას არავის ვუსურვებ.
მილიარდერი დაგვცინის და გვამასხარავებს:
ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი სოციალურ შემწეობას ითხოვს, მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეს ებრძვის. ფაქტობრივმა მმართველმა კი თავისი გამოსვლის შესავალი, გამხსნელი ნაწილი დაუთმო წუწუნსა და მოთქმას იმის თაობაზე, რომ თავისი ერთი ანგარიშიდან მეორეზე ასობით მილიონი დოლარი წამში ვერ გადარიცხა, “ტრასტში” დაბანდებული კაპიტალის მართვაში ხელი შეუშალეს, თითოეულ შეფერხებულ დღეზე 100 000 დოლარი გადაუხადეს, ბერმუდაზე და სინგაპურში მიმდინარე სასამართლო დავებზეც მოგვაწოდა ინფრომაცია. გული დაგვეთუთქა, საწყალ ბიძინას, რამდენიმე თვე დასჭირვებია ახალი შვეულფრენის გერმანიიდან თბილისში ჩამოსაყვანად… უი, კიდევ პიკასო და ბრეიგელი ვერ გამოუტანია საწყობიდან უცბათვე.
რაში გვაინტერესებს? რა ჩვენი საქმეა? მშიერ ხალხს შენი მილიარდების ტრიალზე რომ ელაპარაკები, ეს არის სადისტური ცინიზმი, მეტი არაფერი.
ჩვენ მისი პირადი ინტერესების, გადარიცხვების მძევალი ვართ. ბერმუდაში მოიგო სასამართლო და მზად არის დაელაპარაკოს -ის ელჩს, ვერ მოიგებდა, არ დაელაპარაკებოდა. როგორი ტყუილებითაც არ უნდა შეფუთოს, ფაქტია, რომ მისი საბანკო ანგარიშის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედი. ეს დამამცირებელია.
კაცი თვალებში გიყურებს და გვეუბნება, რომ 700 საწარმო ააგუგუნა, 800 გადაიარაღა, “სამჯერ და ოთხჯერ მეტი გაკეთდა ყველა დარგში”, ეკონომიკა ყვავის, ციდან ოქროს მონეტები ცვივა და ამას ყველა საკუთარ მაცივარზე გვრძნობთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ, ვერ ვძღებით! ღორები ვართ!
საქართველოს სკოლების უმრავლესობას ნორმალური ტუალეტი არ აქვს, თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევა… ბავშვებს ეშინიათ მყრალი ხვრელიდან გველეშაპი არ ამოვარდეს… ეზოში აღმართული, კანალიზაციის არმქონე ფიცრულებით არის სავსე ჩვენი სასწავლებლები. ასეთ ქვეყანაში კაცი გვაშინებს ბიჭების საპირფარეშოში ჰიგიენური “სალფეთკების” დალაგებით!!!!!!! სკოლებში, სადაც ბავშვებს მიმატება-გამოკლების შესწავლის, ტექსტიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვთ, შიათ და გული მისდით; თურმე მთავარი გამოწვევა ყოფილა სქესის უნებართვოდ შეცვლის ოპერაციები!!!!!
საქართველო ფლორიდა არ არის და არც იქნება! ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს… კარიკატურული კონსერვატიზმით უნდათ სოციალური უსამართლობიდან ყურადღების გადატანა.
ბიძინა ივანიშვილს ეშინია! ეშინია, რომ ნაცების მიღმა სხვა ოპოზიციაც არსებობს! ეშინია, რადგან ამ არჩევნებზე შუა ვერ გაკრიფა… თურმე, 2021 წელს “გლობალურმა ომის პარტიამ” იცოდა, რომ 2022 წელს ში ომი დაიწყებოდა, ამიტომ “ქართული ოცნების” დაშლა უნდოდათ. ამ მიზნით, ჯერ “ოცნების” ლიდერად გახარია დაუწინაურებიათ, მერე გადაუყენებიათ, რათა “ოცნება” მოშლილიყო, ნაცები დაბრუნებულიყვნენ და 2022 წელს საქართველოს 4 დღით დამატებითი ომი წამოეწყო ს წინააღმდეგ. ბოდვა!
ივანიშვილმა გვითხრა არ ვვარგვივართ, უვარგისი გუნდი ვართ, შეიძლება მოგბეზრდით, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა აგვირჩიოთ, რათა რომელიღაც შეთქმულების თეორია რეალობად არ იქცესო. არასერიოზულია!
ერთი სიტყვით, ივანიშვილის გამოცვლის დროა!
P.S. საგულისხმოა, რომ ინტერვიუს უძღვებოდა სააკაშვილის საყვარელი სათამაშო ოპოზიციონერი, რომელიც დღეს ივანიშვილის საყვარელი სათამაშო ჟურნალისტია, ხვალ ჰიტლერი რომ მოვიდეს, იმის სამსახურში ჩადგება! ასეთ მორალი აქვთ “ოცნებაში” და “იმედზე”… რითია უკეთესი მაგდა გიორგი თარგამაძეზე? ))))“