რიგის ცენტრში მდებარე „მოსკოვის სახლს“ მყიდველი ჯერ კიდევ არ ჰყავს

წელიწადნახევარზე მეტი ხნის წინ, რიგაში, მარიას ქუჩა 7-ში მდებარე შენობა, რომელიც „მოსკოვის სახლის“ სახელითაა ცნობილი, ლატვიის სახელმწიფომ, სპეციალური კანონით, თავის საკუთრებაში გადაიბარა. ამ ნაბიჯით პოლიტიკოსებს სურდათ, ქონება აუქციონზე გაეყიდათ და თანხა უკრაინისთვის გადაერიცხათ, მაგრამ მყიდველი დღემდე ვერ იპოვეს. ეს ინფორმაცია ლატვიის ტელევიზიამ კვირას, 29 სექტემბერს გაავრცელა.
20 წლის წინ, შენობაში რკინიგზელთა კულტურის სახლი იყო განთავსებული. 2001 წელს, საკუთრების ფორმის შეცვლის გზით, შენობა, კულტურული დატვირთვისთვის და ბიზნესცენტრის მოსაწყობად, მოსკოვის მთავრობას გადაეცა. მოსკოვმა რეკონსტრუქციაში 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, ს დედაქალაქის მერი, იური ლუჟკოვი კი 2004 წელს რიგაში „მოსკოვის სახლის“ საზეიმო გახსნას დაესწრო.
წლების განმავლობაში, სახლი ლატვიაში რუსეთის ე.წ. „რბილი ძალის“ ცენტრად იქცა. იქ გამართული ღონისძიებები მუდმივად იპყრობდა ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების ყურადღებას.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „მოსკოვის სახლში“ განთავსებული ორი კომპანია ევროკავშირმა დაასანქცირა, რადგან მათ, ფაქტობრივად, აკონტროლებდა.
ქონების გადაბარების შემდეგ, ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა და სეიმმა გადაწყვიტეს, აუქციონიდან შემოსული თანხა უკრაინისთვის გადაერიცხათ. თუმცა, ამ გადაწყვეტილებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, „მოსკოვის სახლი“ გაყიდული არ არის.
„დღემდე რვა აუქციონი ჩატარდა. საწყისი ფასი თითქმის 3.5 მილიონი ევრო იყო და ის 2.1 მილიონ ევრომდე შემცირდა, რაც დაახლოებით 40%-იანი კლებაა. ეს ფასი, ბოლო ხუთი აუქციონის განმავლობაში, აღარ შეცვლილა. აქამდე, აუქციონზე არცერთი განაცხადი ან ინტერესი არ დაფიქსირებულა“, – ამბობს სახელმწიფო უძრავი ქონების (Valsts nekustamie īpašumi, VNĪ) საბჭოს წევრი, ანდრის ვარნა.
„პოტენციურ ინვესტორებთან საუბრისას, რომლებმაც შეიძლება ეს შენობა იყიდონ, ყველაზე დიდი შემაკავებელი ფაქტორი „განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსია“, როგორიც აქამდე ლატვიასა და მსოფლიოშიც კი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. (..) ასევე შემაკავებელი ფაქტორია ის პროცესი, თუ როგორ გადავიდა ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში, მითუმეტეს, მომავალში ეს საკითხი, პოტენციურად, შეიძლება საერთაშორისო სამართლებრივი დავის საგანი გახდეს“.
ინვესტორებს, პოტენციური რისკების საპოვნელად, შორს წასვლა არ სჭირდებათ: მარტში, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „მოსკოვის სახლის“ გაყიდვის მცდელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის უკანონო ქმედებებს იძიებს და დამნაშავეებს ძებნილთა სიაში შეიყვანს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შეიტანა.
შენობა კლასიკური საოფისე შენობა არ არის, ის უფრო კულტურული ცენტრისა და ოფისების კომბინაციაა. შესაბამისად, ინვესტორს, სავარაუდოდ, მისი გადაკეთება მოუწევს.
თუმცა, სახელმწიფო უძრავ ქონებაზე ხელის ჩაქნევას არ აპირებს და აუქციონები გაგრძელდება ისე, რომ ფასი არ შემცირდება.
„ვფიქრობთ, ის შეიძლება გამოყენებული იყოს გართობის მიზნით, ასევე შეიძლება გამოდგეს სამედიცინო მომსახურებისთვის. ამ შემთხვევაში, ფართების ადაპტირება შეიძლება. ცხადია, ეს ქონება, მაგალითად, საცხოვრებლად ვერ გადაკეთდება,“ – დასძინა სახელმწიფო უძრავი ქონების საბჭოს წევრმა, ვარნამ.
1tv.ge