რიაზანის ოლქში სამხედრო ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ს რიაზანის ოლქში მდებარე სამხედრო ქარხანაში აფეთქებას, მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 130 კი დაშავდა. ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
მომხდარის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ამოყვანა უკვე შეძლეს.
18 აგვისტო რეგიონში გლოვის დღედ გამოცხადდა.
აფეთქება დენთის მწარმოებელი ქარხანაში გასულ წელსაც მოხდა. 2021 წლის ოქტომბერში ხანძარს 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გუშინდელმა აფეთქებამ ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რომლის ჩაქრობაზეც სახანძრო ბრიგადები და სპეცრაზმი ამ დრომდე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება