რიაზანის ოლქში მაგისტრალური ნავთობსადენი “რიაზანი-მოსკოვი” აფეთქდა – უკრაინული სააგენტოები

უკრაინული სააგენტოები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებენ ცნობას ს ტერიტორიაზე ნავთობსადენის „რიაზანი-მოსკოვი“ აფეთქებაზე.
წყაროების თანახმად, აფეთქდა მაგისტრალური მილსადენი, რომელიც მოსკოვში ნავთობპროდუქტების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. მძლავრი აფეთქება 26 აგვისტოს რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე მოხდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყარომ „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი დაიწყო. საგანგებო სამსახურების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სარემონტო ბრიგადების მანქანები ჩავიდა ქალაქ რიაზანის სარკინიგზო რაიონში მდებარე სოფელ ბოჟატკოვოსთან, სადაც ცდილობენ აფეთქების შედეგებისა და ხანძრის ლიკვიდაციას.
უკრაინული სააგენტოები წერენ, რომ 2018 წლიდან აღნიშნული მაგისტრალი კომპანია „ტრანსნეფტის“ საავტომობილო ბენზინის მიმწოდებელ მილსადენად გადაკეთდა. „ტრანსნეფტი“ ს არმიას ამარაგებს.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, “ტრანსნეფტი” კი დანაკარგებს ითვლის.
რამდენიმე დღის წინ „უნიანი“ წერდა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად, კურილიის რაიონის მცხოვრებლებს 20 აგვისტოდან დაუწესდათ ლიმიტი ბენზინის ყიდვაზე, შემდეგ კი სრულად შეეზღუდათ საწვავის ყიდვის შესაძლებლობა.