რიაბკოვმა გააფრთხილა, თავი შეიკავოს ირანის წინააღმდეგ ისრაელის დახმარებისგან

რუსულ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა  გააფრთხილა, რომ თავი შეიკავოს ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევისგან და ასევე ამ თემაზე “სპეკულაციური” განცხადებების გაკეთებისგანაც.

ირან-ისრაელს შორის კონფლიქტში აშშ-ს ჩარევასთან დაკავშირებით შეკითხვაზე რიაბკოვმა უპასუხა, რომ “აშშ მუდმივად ყველა პროცესის წინა რიგშია და იმის თქმა, რომ ისინი აქამდე არ ჩარეულან, მაგრამ ახლა ჩაერევიან, ჩემი აზრით, არასწორი იქნებოდა”.

“სხვა საკითხია, როგორ უყურებენ ისინი ვითარებას ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით. ვაშინგტონს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავოს ასეთი, თუნცად სპეკულაციური, თეორეტიკული ვარიანტებისგან. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც რადიკალურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს მთელ ვითარებაში”. – დაამატა ლავროვის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)