რთული ოპერატიული ვითარების გამო ქალაქ ავდეევკიდან გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია

ქალაქ ავდეევკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვიტალი ბარაბაში აცხადებს, რომ 26 ნოემბრის მონაცემებით, ავდეევკაში რჩება 1336 ადამიანი, რომლებშც ს მხრიდან თავდასხმების საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

“ევაკუაცია გრძელდება. წასვლის მსურველთა რიცხვი გარკვეულწილად შემცირდა. დღეს ოთხი ადამიანი გამოიყვანეს. დღესდღეობით ქალაქში 1336 ადამიანი რჩება. მაგრამ როგორც ჩანს, ხვალისთვის ცოტა მეტი ევაკუაცია იგეგმება. ჩვენ გადავხედავთ უსაფრთხოების კომპონენტს, რადგან მტერი ამინდის პირობების მიუხედავად კიდევ უფრო იყენებს FPV დრონებს ,” – აღნიშნა ბარაბაშმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რუსეთის იერიშის კვალობაზე ავდეევკას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. 9 ნოემბრის მონაცემებით ქალაქში 1542 ადამიანი იყო.
რუსული ჯარები ავდეევკასთან 10 ოქტომბერს გააქტიურდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ქალაქის დამცველთა პოზიციებს რუსეთის უტევს დიდი რაოდენობით ტანკების, სხვადასხვა ჯავშანტექნიკის, ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით.
28 ოქტომბერს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის რეგიონის ავდეევკაზე შეტევის დროს 2023 წლის განმავლობაში თითქმის ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა.

მაგრამ რუსეთი არ წყვეტს იერიშებს. რუსი სამხედრო ბლოგერებისა და ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის არმიამ შეძლო პოზიციების გამაგრება ქალაქის ე.წ. „პრომზონაში“.
გარდა ამისა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია ახდენს ძალების კონცენტრირებას კრასნოგოროვკაში, ქალაქის ჩრდილოეთით და ემზადება ახალი ძლიერი დარტყმისათვის ავდეევკის გარნიზონზე.
რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, ში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს.
დაწერეთ კომენტარი