„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ — სენატორი საქართველოში წვრთნების უვადო გადადებაზე

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება საქართველოში სამხედრო წვრთნების უვადოდ გადადებას და ამბობს, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან ეს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
ამის შესახებ სენატორმა სოციალურ ქსელ „X“-ზე დაწერა.
„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო თავდაცვის დეპარტამენტმა, რომ გადაედო მოახლოებული სამხედრო წვრთნები საქართველოში. ეს შეფერხება შეესაბამება იმ პრინციპებს, რაც ჩაიდო კომიტეტის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში და რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვითი თანამშრომლობის გადახედვას მას შემდეგ, რაც იქ უცხოური აგენტების შესახებ კანონი მიიღეს“, – წერს სენატორი.
A difficult but important decision from DoD to postpone the upcoming military exercise in Georgia. This delay reflects language I secured in the committee-passed NDAA, which requires review of the defense cooperation with Georgia following its passage of their foreign agents law. — Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) July 8, 2024
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც -ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ნატოს ქვეყნების 2 ათასზე მეტი სამხედრო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია