რთული დებატები და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაინაცვლეს

ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, პირველმა, პრეზიდენტმა მიშელმა ამცნო ყველას. სასიხარულო ამბით მალევე დაურეკა ტრიოს ლიდერებს უკრაინაში, მოლდოვაში და რა თქმა უნდა, საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შინაარსზე, სოციალურ ქსელში დაწერა – “მივულოცე ის ისტორიული კურსი, რომელიც ქვეყნებმა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აიღეს”. ის, რომ გადაწყვეტილებას რთული დებატები უძღოდა წინ, ამაზე გუშინვე ღიად თქვა.
რთულს ამ დებატებს ხდიდა, რომელიც ბოლო წამამდე ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველოსთან პრობლემები არ ჰქონია, პირიქით, თბილისის მიმართ ბუდაპეშტის მტკიცე მხარდაჭერა წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა, უკრაინაზე ჯიუტი პოზიციის გამო, არსებობდა რისკი, რომ ევროკომისიას კონსენსუსის არარსებობის გამო, ყველა ქვეყნის საკითხი უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადაედოთ. ასე არ მოხდა. გუშინდელ დღეს ანტიგმირი არ ჰყოლია. ორბანმა “კონსტრუქციული არყოფნის” მექანიზმი გამოიყენა, კენჭისყრას არ დაესწრო და კონსენსუსიც შედგა.
ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა მილოცვები იმ ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომლებიც ორბანის გადარწმუნებაში მონაწილეობდნენ და ეს წარმატებით გამოუვიდათ. მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას დაწინაურება მიულოცა. “თქვენ ევროპული ოჯახის შეუცვლელი ნაწილი ხართ და იმსახურებთ თავისუფალ და დემოკრატიულ ერებთან ცხოვრებას. ვამაყობ ამ ღამით” – ასე მოულოცა საქართველოს ლატვიის პრეზიდენტმა. “ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის”- წერს მისი მეზობელი ესტონეთის ლიდერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს