რთულია წინასწარ თქმა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია 9 დათქმის შესრულებაში, რადგან, მიუხედავად ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნისა, ისინი არც 12 რეკომენდაციის შესრულებაში ჩართულან – ქადაგიშვილი

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. შესაბამისად, საკითხი, თუ ვინ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაში ოპოზიციიდან, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ოპოზიციისგან სამუშაო ჯგუფებში საქმეზე ორიენტირებული ჩართულობის იმედი არ აქვს მმართველ გუნდს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, წინასწარ უჭირს თქმა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია 9 დათქმის შესრულების პროცესში, იმ ფონზე, როცა, ევროკომისიის მხრიდან დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მათ მონაწილეობა არ მიიღეს რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულების პროცესში.
“ევროპის არცერთ დედაქალაქში არ არის განსხვავებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მიღებას იმსახურებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პროცესი წარმატებით დასრულდება. მოხდება თუ არა ოპოზიციის ჩართულობა, ამაზე რამის თქმა წინასწარ ძალიან რთულია, იმიტომ, რომ არც 12 რეკომენდაციის შესრულების დროს არ მოხდა მათი ჩართვა, მიუხედავად ევროკავშირიდან დაჟინებული მოთხოვნისა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ