“რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი, ყველაფერი მოსალოდნელია” – კახა კალაძე დღევანდელ თამაშზე

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემმა ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა“

განაცხადა მ და ნაკრებს დღევანდელ მატჩში წარმატება უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგს დადებენ ჩვენი ბიჭები. ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, ისეთივე, როგორიც მქონდა საბერძნეთთან მატჩის წინ. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დღევანდელ ფეხბურთში ზოგადად რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი. დღეს ყველაფერი მოსალოდნელია ფეხბურთში, ყველაფერი ხდება, ყველასთან თამაში შეიძლება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ძალიან დიდი შანსი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომ გავიდეს ჯგუფიდან“ – განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

დღეს 18 ივნისს საქართველო თურქეთს ხვდება. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება