რვა ცვლილებით “რენთან” – როგორ სასტარტოს დააყენებს ლუის ენრიკე?

დღეს, ლიგა 1-ის 25-ე ტურში, პსჟ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება და როგორც იტყობინებიან, პარიზული გუნდი მოედანზე განსხვავებული სასტარტო შემადგენლობით გავა.
„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ „ლივერპულთან“ კი არა „რენთან“ დაპირისპირებაზე ფიქრობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ამიტომ ესპანელი სპეციალისტი რიგ წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალებას მისცემს და ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ იმათ დააყენებს თერთმეტეულში, რომელთა შემცვლელები არ ჰყავს.
„პარიზიენის“ ცბობით, დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, მენდეში, ფაბიან რუისი, კვარაცხელია, ბარკოლა და დემბელე სათადარიგოები იქნებიან და თავის გამოჩენის შესაძლებლობა
რეზერვისტებს მიეცემათ.
პსჟ-ს სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: საფონოვი, ნევეში, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი, ვიტინია, ზაირ-ემერი, მეილიუ, ლი, რამუში, დუე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში