რვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები პროტესტს უწყვეტად და ღამისთევის რეჟიმში განაგრძობენ

საქართველოს მთავარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური მოძრაობები დაწყების დღიდან სხვადასხვა ფორმით აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე საყოველთაო პროევროპულ პროტესტში, რომლის უმთავრესი მოთხოვნები და მიზანი ხელახალი თავისუფალი , ივანიშვილის რეჟიმის მიერ პროტესტის მიმდინარეობისას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გამოშვებაა. ს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთოდაც ამ პროტესტის სათავეებთან დგანან.
უკვე დღეს, პროტესტის 50-ე დღეს, სასწავლებლებში ღამისთევის რეჟიმში არიან გადასულები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, თეატრალურის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.
„ჩვენი ხმა გაჟღერდება ყველგან და ყოველთვის. ჩვენი ხმა იქნება ხმამაღალი, მტკიცე და ურყევი. ე.წ. ხელისუფლებას გავაგონებთ, რომ ძალა სტუდენტების, ხალხის ერთობაშია. ვუერთდებით ორ მთავარ მოთხოვნას: გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები! დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!
ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს რუსული სტილის რეპრესიებით ქართველი ხალხის დამონებას. თუმცა ავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები დიდი ხანია იბრძვიან, თავს სწირავენ, თმობენ ყველაფერს სწორედ იმისთვის, რომ ს გავლენისგან საბოლოოდ გათავისუფლდეს საქართველო. არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ შევეგუებით საქართველოს გარუსებას”, — განაცხადეს ილიაუნის სტუდენტებმა, სანამ გასულ ღამით უნივერსიტეტის ფოიეს დაიკავებდნენ.
„ჩვენ უკეთესი მომავლისთვის სწავლის იდეით ჩავაბარეთ უნივერსიტეტში და არა იმ ჩამოშლილი სისტემის ნაწილად ჩამოყალიბებისთვის, რომელმაც დიდი ხანია ნიღაბი ჩამოიხსნა და რეალური სახე გვაჩვენა. ქვეყანაში რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული და დაზარალებული ადამიანი გვყავს. მაგრამ არცერთი დასჯილი — ძალოვნებიდან. […] არალეგიტიმური მთავრობის სახით, საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობენ. ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. დღეიდან ვიკავებთ სივრცეს, რომელიც ჩვენთვის განათლების წყარო და ფასულობრივი მაგალითის მომცემი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, სამხატვრო აკადემიამ არარსებული ნეიტრალიტეტი აირჩია. დღეიდან ბრძოლას ამ კედლებიდან გავაგრძელებთ“, — ასეთი განცხადება გააკეთეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა გასულ ღამით.
„ვუერთდებით სახალხო პროტესტს, ვიკავებთ უნივერსიტეტის ფოიეს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული: ვითხოვთ ჩვენი დეკანის, მამუკა ჯორბენაძის და სტუდენტების, დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის და გიორგი დავითაძის , ასევე, რეჟიმის ყველა პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენს მთავარ მოთხოვნად რჩება ხელახალი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ძალა სტუდენტების ერთობაშია. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად“, — ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
„გავიფიცეთ და სიმბოლურად ვრჩებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვითხოვთ, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ჩვენი მეგობრები, სტუდენტები და თანამოქალაქეები. დაინიშნოს ხელახალი, სამართლიან არჩევნებს, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ასევე ვითხოვთ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოსგან, გააკეთონ განცხადება, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები, მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე არიან უკანონოდ დაკავებულები. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს. ცეცხლი ოლიგარქიას!“, — ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

„სტუდენტების ძალა ერთობაშია და მუდამ, საერთო ქმედებებით, გავაპროტესტებთ უსამართლობასა და ძალადობას. ჩვენი ამ აქტით, მიზნად ვისახავთ, საგანმანათლებლო სივრცე თვითორგანიზების კერად ვაქციოთ. ქართული ოცნების ქმედებებში ნათლად ჩანს შიში. მათ ეშინიათ, რადგანაც გრძნობენ, რომ მათი რეჟიმის დასასრული ახლოსაა და მალე მოუწევთ საკუთარ დანაშაულებზე პასუხისგება. არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, ჩვენი მთავარი მოთხოვნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნის უგულებელყოფა, აუცილებლად გამოიწვევს დღევანდელი მოვლენების მასშტაბის გაზრდას“, — თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები.
„ჩვენ სეუს სტუდენტებმა დავიკავეთ 3|17აუდიტორია, მანამ სანამ რექტორი არ შეგვხვდება და საჯარო განცხადებას არ გააკეთებს სეუს ოფიციალურ გვერდზე“, — სხვა უნივერსიტეტების მოთხოვნებს უერთდებიან სტუდენტები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან.
უკვე მეოთხე დღეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში ათევენ, დაკავებული აქვთ პირველი კორპუსის ფოიე.
„ახლა არის დრო, როდესაც სტუდენტებმა მთელი საქართველოს მასშტაბით მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხმა, რათა ვაიძულოთ რეჟიმი რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაკავებული სტუდენტებისა და თანამოქალაქეების გათავისუფლება. ასევე მაშინ, როდესაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, ზვიად ცეცხლაძე და რევაზ კიკნაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ჩვენ არ შეგვიძლია ამ უსამართლობას ვუყურებდეთ და ლექციებზე ვიაროთ ჩვეულ რეჟიმში. თავს ვალდებულად ვთვლით, რომ აქ ვიყოთ და ვიბრძოლოთ მათი თავისუფლებისთვის“, — თსუ-ს სტუდენტები.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები კი უკვე კვირებია, ისედაც უნივერსიტეტის შიგნით უწყვეტად ყოფნისა და ღამისთევის რეჟიმში იღებენ საყოველთაო პროტესტში მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო