რვა ომი დავასრულე და კიდევ ერთი დამრჩა – ტრამპი

იმედია, უკრაინაში ეს საშინელი სისხლისღვრა მალე დასრულდება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რვა ომი დავასრულე და კიდევ ერთი დამრჩა. გასულ თვეში ორ ქვეყანას შორის 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ვიფიქრე ამის დასრულება მარტივი იქნებოდა. მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დამისრულებია. ეს საშინელი სისხლისღვრაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ომი არ ყოფილა.
„იმედია, მალე დასრულდება. მათზე ძლიერ ზეწოლას ვახდენთ, როგორც იცით, ინდოეთისა და ნავთობის მხრივ. ინდოეთი ახლა უარს ამბობს, რადგან როდესაც ნავთობს ყიდის, მაშინ მათ ფული აქვთ, რომ რაღაც გააკეთონ. მაგრამ, ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…