რვა გარიგება და 60 417 ლარიანი ბრუნვა – საქართველოს საფონდო ბირჟა თებერვალში

საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, წლიდან წლამდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად.
თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 60 417 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 2 877 ლარი იყო.
მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 8 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „ლიბერთი ბანკს“ და „საქართველოს ბანკს“ უკავშირდებოდა.
რაც შეეხება 2024 წლის პირველ თვეს, სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 3 გარიგება დაიდო. გასულ წელს კი სავაჭრო სესიებზე ჯამში მხოლოდ 29 გარიგება დაიდო, აქციების რაოდენობამ 3 804 161, ხოლო ღირებულებამ 162 429.62 ლარი შეადგინა.
საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ